A
Aylopet

ჩვენს შესახებ

Aylopet არის საიტი, რომელიც ერთწუთიანი გასაუბრების შედეგად გთავაზობთ თქვენი ძაღლისთვის AylopetAI-ისა და საერთაშორისო დონის ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილ პერსონალიზებულ კვების გეგმას.

ჩვენი მისია

Aylopet-ის მისია მარტივია: ვაჩუქოთ ჩვენ ოთხფეხა ოჯახის წევრებს მეტი ჯანსაღი და ბედნიერი წელი AI ნუტრიციისა და ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები ინგრედიენტების სინთეზის საშუალებით.

კომპანიის ხედვა

ჩვენი ხედვაა დავამკვიდროთ ცხოველებზე ზრუნვის ახალი, უმაღლესი სტანდარტი, სადაც მოწინავე ტექნოლოგიები და ბიოლოგიურად სრულფასოვანი კვება სრულ ჰარმონიაშია. ჩვენ მივისწრაფვით შევქმნათ მომავალი, სადაც ოთხფეხა ოჯახის წევრები იღებენ მათზე მორგებულ, პერსონალიზებულ სიცოცხლის ენერგიას, რაც მათ საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი გენეტიკური პოტენციალი და გაატარონ უფრო მეტი, ხარისხიანი და ჯანსაღი წელი ჩვენს გვერდით. ჩვენი მიზანია, უმაღლესი ნუტრიციული მეცნიერება ვაქციოთ რეალობად მათთვის, ვისთვისაც კომპრომისი ხარისხში არ არსებობს.

ჯანმრთელი და დიდებული ძაღლი

ჩვენი ძირითადი ღირებულებები

პერსონალიზაცია

ყოველი ძაღლი ინდივიდია და მისი რაციონიც ასეთივე უნიკალური უნდა იყოს.

მეცნიერული გამჭვირვალობა

ჩვენ ვენდობით მხოლოდ დადასტურებულ მონაცემებს და არა ვარაუდებს.

უპირობო ერთგულება

ჩვენ ვქმნით მათთვის, ვინც ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

ჩვენი ისტორია

Aylopet-ის იდეა ჩაისახა ჩემი პეკინესის, კოკოს ოჯახში შემოსვლიდან მალევე, ხოლო კანე კორსოს, დანტეს მოყვანით ფრთები შეისხა. ვისაც პეკინესი გყავთ ან სხვა პატარა ჯიშებს იცნობს, იცის, რომ მათი კვება ნამდვილი გამოწვევაა. ყოველდღე ვუყურებდი კოკოს ბრძოლას: მშრალი საკვების რთული მონელება, მუდმივი დისკომფორტი და ალერგია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მიუხედავად მსგავსი, ფართოდ გავრცელებული პრობლემებისა, ვერ ვიპოვე ნუტრიციოლოგი, რომელიც დაგვეხმარებოდა, კვების პერსონალიზაცია ხომ ჩვეულებრივი ვეტერინარიის მიღმა არსებული მეცნიერებაა. შედეგად, კოკოს ცხოვრება ამ კუთხით მუდმივი ბრძოლა აღმოჩნდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერაფერი დავეხმარე, თუმცა კოკო ჩემს უდიდეს ინსპირაციად იქცა. წლების შემდეგ, როდესაც დანტე ავიყვანე, ეს ისტორია მსუბუქი სახით განმეორდა, მისი სიჯიუტიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა საკვების ცვლა რაც ნუტრიციოლოგების დახმარების გარეშე რთულია. მივხვდი, რომ გამოსავალი თავად უნდა შემექმნა. Aylopet ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის პერსონალურ ნუტრიციოლოგიასა და უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ საკვებს.

წარმოების პროცესი და ხარისხი

წარმოების პროცესს შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოში, ის არის გადაღებული ექსკლუზიურად ჩვენთვის პარტნიორი კომპანიის მიერ, ისრაელში, სახელად Natural Selection, რომელმაც შექმნა Aylopet-ისთვის მორგებული ექსკლუზიური რეცეპტები. Human-Grade (ადამიანის კვებისათვის ხარისხის) ინგრედიენტებით. ეს არის Grain-Free, Non-GMO ფორმულა, რომელიც შედგება მხოლოდ ხორცის პროდუქტებით, ხილით და ბოსტნეულით.

როგორც ხედავთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის საკვები, მის ჯამამდე მარტივ პროცესებს გადის და რაც მთავარია ყველაფერი გამჭვირვალეა. პროცესი უმარტივესი ეტაპებისგან შედგება, ვარჩევთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, ვასუფთავებთ, ვაქცევთ ფარშად, როგორც ვიდეოში ხედავთ, ვფუთავთ, შემდეგ შეგვაქვს პასტერიზაციის აპარატში, რის შემდეგ კი გადავდივართ ბოლო ეტაპზე გაყინვაზე. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა თუ რა არის პასტერიზაცია?

ეს არის დაბალი ტემპერატურის თერმული დამუშავების მეთოდი, რომლის დროსაც ხორცი 60-80°C-ზე ჩერდება პასტერიზაციის ღუმელში 1-6სთ. მისი მიზანია მავნე ბაქტერიების სრული განადგურება, განსაკუთრებით ისეთი პათოგენების, როგორებიცაა სალმონელა, ლისტერია, ე. კოლი. ეს პროცესი სრულად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, თუმცა ინარჩუნებს ხორცის ყველა სასარგებლო თვისებას: ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალებსა და კოლაგენს. შედეგად ვიღებთ უსაფრთხო, ნოყიერ და წვნიან საკვებს.