ძაღლის ცოცხალი საკვები
აღმოაჩინე ნაზად მომზადებული რაციონის ძალა და სიმართლე, რომელსაც მშრალი საკვების მწარმოებლები არ გეუბნებიან.
ნედლი ინგრედიენტები
მთლიანი ინგრედიენტები
ჩვენი რაციონის საფუძველი მაღალი ხარისხის, მთლიანი ინგრედიენტებია და არა ჩამნაცვლებელი მცენარეული და ცხოველური ფხვნილები.
- ბროკოლი & შვიკი
- მოცვი
- გოგრა
- ქათამი
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ ბუნებრივი, მინიმალური დაუმუშავებელი საკვებიდან მოდის. Aylopet-ის რაციონი, რომელიც მზადდება ნაზი დამუშავების (Gently Cooked) მეთოდით, არის ევოლუციური ხიდი ველურ ინსტინქტებსა და თანამედროვე უსაფრთხოებას შორის. ჩვენ შევქმენით ფორმულა, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს აღარ უწევს არჩევანის გაკეთება ცოცხალ კვებასა და უსაფრთხოებას შორის.
ინოვაცია, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს
ჩვენი დაბალტემპერატურული პასტერიზაციის (70-დან 75°C-მდე) მეთოდით, სრულად ვანადგურებთ მავნე პათოგენებს, თუმცა ცოცხლად ვინარჩუნებთ იმ სასიცოცხლო ფერმენტებს, ნუტრიენტებსა და ამინომჟავებს, რომლებიც მხოლოდ ნედლ ხორცშია. ეს სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც მაღალტემპერატურული თერმული დამუშავებისას (150-200°C-ზე ხარშვის ან გამოცხობისას) მომენტალურად ნადგურდება.
რატომ Aylopet?
ჩვენ არ ვაწარმოებთ ინდუსტრიულ „ძაღლის საჭმელს“, ჩვენ ბუნებრივ პროდუქტს უსაფრთხო, ცოცხალ საკვებად ვაქცევთ. შედეგად, თქვენი ოთხფეხა მეგობარი იღებს ბიოლოგიურად აქტიურ რაციონს, რომელსაც მხოლოდ აუცილებელ ვიტამინებს ვამატებთ, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, ფარული შაქრების, სინთეზური კონსერვანტებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე.