წარმოების პროცესი და ხარისხი

წარმოების პროცესს შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია ექსკლუზიურად ჩვენთვის, ისრაელში მდებარე პარტნიორი კომპანიის, Natural Selection-ის მიერ. სწორედ მათ შექმნეს Aylopet-ისთვის მორგებული ექსკლუზიური რეცეპტურა, რომელიც მზადდება ადამიანის კვების სტანდარტის (Human-Grade) ინგრედიენტებით. ეს არის მარცვლეულის გარეშე შექმნილი (Grain-Free) და გენმოდიფიცირებული პროდუქტებისგან თავისუფალი (Non-GMO) ფორმულა.

ვარჩევთ პროდუქტებს

ვასუფთავებთ

ვაქცევთ ფარშად

ვფუთავთ

პასტერიზაცია

გაყინვა

75 to 80°C

პასტერიზაცია

ეს არის დაბალი ტემპერატურის თერმული დამუშავების მეთოდი, რომლის დროსაც ხორცი 75-80°C-ზე ჩერდება პასტერიზაციის ღუმელში 1 სთ. მისი მიზანია მავნე ბაქტერიების სრული განადგურება (სალმონელა, ლისტერია, ე. კოლი). ეს პროცესი სრულად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, თუმცა ინარჩუნებს ხორცის ყველა სასარგებლო თვისებას: ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალებსა და კოლაგენს. შედეგად ვიღებთ უსაფრთხო, ნოყიერ და წვნიან საკვებს.