ჩვენი ისტორია

კანე კორსო დანტე
დანტეკანე კორსო
ფრანგული ბულდოგი პეპი
პეპი

Aylopet-ის იდეა ლუკას ოჯახში პეკინესის, კოკოს გამოჩენიდან მალევე ჩაისახა, ხოლო კანე კორსოს, დანტეს მოსვლით ურყევ მისიად გარდაიქმნა.

ვისაც პატარა ჯიშის ძაღლი ჰყავს, იცის, რომ მათზე ზრუნვა და კვება დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ლუკა ყოველდღე უყურებდა კოკოს ბრძოლას: მშრალი საკვების მძიმე მონელება, მუდმივი დისკომფორტი და ალერგია მათი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. წლების შემდეგ ლუკას ცხოვრებაში დანტე გამოჩნდა, რომელიც თავისი გამორჩეული გემოვნების გამო უარს ამბობდა დამუშავებულ, მშრალ რაციონზე. თუმცა ნამდვილი დარტყმა მაშინ მიიღეს, როდესაც დანტეს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის აგრესიული სიმსივნე დაუდგინდა.

ამ უმძიმესმა რეალობამ ლუკას დაანახა, რომ დაავადებები ხშირად გენეტიკის, არასწორი კვებისა და გარემო ფაქტორების ერთობლივი შედეგია. მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ საკვების შეცვლა საკმარისი არ იყო, საჭირო გახდა სრულიად ახალი, ყოვლისმომცველი სისტემა.

მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ საკვების შეცვლა საკმარისი არ იყო, საჭირო გახდა სრულიად ახალი, ყოვლისმომცველი სისტემა.

ლუკას სურდა შეექმნა ისეთი საკვები და მიდგომა, რომელიც ძაღლებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა, რადგან კარგად იცოდა, თუ რა ზიანი მოჰქონდა არსებულ საკვებს. მან ეს იდეა თავის კურსელს, ვახოს, გაუზიარა. ვახო აქტიურად იყო ჩართული სტარტაპ სამყაროში.

ამასთან, ვახოსთვის ეს თემა პირად ტკივილთან იყო დაკავშირებული: 14 წლის ასაკში ოჯახმა მას პატარა ფრანგული ბულდოგი, პეპი, აჩუქა. მომდევნო 12 წლის განმავლობაში პეპი ვახოს ყოველდღიურობის, საუკეთესო მოგონებებისა და უპირობო ერთგულების სიმბოლო გახდა. 10 წლის ასაკში პეპის მკერდის სიმსივნე დაუდგინდა. ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ პეპიმ კიდევ ორი წელი მამაცურად იბრძოლა, თუმცა ამ გამოცდილებამ ვახოს ცხოვრებაშიც უდიდესი კვალი დატოვა.

ვახომ პროექტს დაამატა ინოვაციური იდეა, ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა მონაცემთა (Data) შესაგროვებლად, რაც შემდგომში დაავადებების ადრეული პრევენციისა და ახალი მედიკამენტებისა და ვაქცინების მიგნების საშუალებას მოგვცემდა.

ვახომ პროექტს დაამატა ინოვაციური იდეა, ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა მონაცემთა (Data) შესაგროვებლად, რაც შემდგომში დაავადებების ადრეული პრევენციისა და ახალი მედიკამენტებისა და ვაქცინების მიგნების საშუალებას მოგვცემდა.

ასე გავერთიანდით, რათა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ჩვენს საერთო გულისტკივილს სხვას არ გამოაცდევინებდა. ასე შეიქმნა Aylopet-ის ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს პერსონალიზებულ კვებას, გენეტიკურ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის AI-მართვას.

ჩვენი მიზანია, არცერთ პატრონს არ მოუწიოს იმ ტკივილის განცდა, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ერთი წელი დასჭირდება ამას თუ ათი, ჩვენი გუნდი მაინც მიაღწევს იმას, რომ თითოეულ ოთხფეხა მეგობარს ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღად, გამოავლინოს თავისი მაქსიმალური პოტენციალი და იცოცხლოს რაც შეიძლება დიდხანს ჩვენს გვერდით.